Friday, June 15, 2012

ინფორმაცია ინტერნეტიდან

,

ნარკომანია სენია, ნარკომანია - კლავს!
1:02 PM
არავინ იცის, პირველად ვინ მოიხმარა ნარკოტიკი, თუმცა ამ მოქმედებამ კაცობრიობა დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ პრობლემებისა და სატკივარისგან თავის დაღწევას, ამისათვის კი მუდმივად იყვნენ ისეთი ნივთიერებებისა და მცენარეების ძიებაში, რაც მათ ზედმეტი საფიქრალისგან გაათავისუფლებდა. მეცნიერულმა პროგრესმა კიდევ უფრო გაზარდა ნარკოტიკების მოხმარების დონე. მთელს მსოფლიოში გავრცელდა სენი, რომელიც მანამდე დედამიწის ცალკეული რეგიონების ლოკალურ პრობლემად ითვლებოდა. ამ სენს ნარკომანია ჰქვია, დაავადებულებს კი ნარკომანები და გულისხმობს მათ, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ამა თუ იმ ნარკოტიკის გარეშე.
რა არის ნარკომანია: სენი თუ დამოკიდებულება, დამოკიდებულება უარყოფითი თვისებებისადმი - თავისთავად სენია, ნარკოტიკებისაკენ მიდრეკილება კი - ადამიანის ის საგანგაშო თვისებაა, რომელსაც ის დაღუპვამდე მიჰყავს. კაცობრიობა მივიდა იმ აზრამდე, რომ ნარკომანია ავადმყოფობაა.
საზოგადოების დამოკიდებულება ნარკომანის მიმართ არაერთგვაროვანია. ადამიანები აგრესიულად გადმოსცემენ თავიანთ მიდგომას ან საერთოდ გაურბიან ამ პრობლემაზე საუბარს. უმეტეს წილად, არავის სურს ნარკომანთან ურთიერთობა, მასთან საქმიანი ურთერთობის დაჭერა. სრულიად ბუნებრივია მშობლის მოქმედებაც, რომელიც შვილს ნარკომანთან მეგობრობას უკრძალავს იმის შიშით, რომ იგი მასზე ცუდ გავლენას მოახდენს. გასაგებია ეს პოზიცია _ გასაგები, მაგრამ საგანგაშო. საზოგადოების დიდ ნაწილს არ ესმის, რომ ნარკომანია არა არის ერთი კონკრეტული პირის პრობლემა. ეს საერთო სატკივარია. საზოგადოება ინდივიდებისაგან შედგება და თითოეული მათგანის მდგომარეობასა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პიროვნება, არამედ მთლიანად ის საზოგადოებაც, რომლის ნაწილიც ის არის. ერთობლივად უნდა შეიქმნას კეთილსასურველი გარემო ამ პრობლემის გადასაჭრელად. მხოლოდ ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბების შემდეგ არის შესაძლებელი ნარკომანის რეაბილიტაციაზე საუბარი.
მიუხედავად მრავალგერადი გაფრთხილებისა მას-მედიის საშუალებებით, ახალგაზრდები მაინც მიილტვიან ნარკოტიკებისკენ.
რა აღძრავს ამ ლტოლვას: ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული მახინჯი ძველბიჭური აზროვნება, ,,აკრძალული ხილის” ერთხელ გასინჯვის სურვილი თუ სხვა მიზეზები? მიზეზი ინდივიდუალურია და ხშირად ბანალურიც. ნარკომანთა უმეტესობას არც ახსოვს, რატომ გასინჯა პირველად ნარკოტიკი. მიუხედავად ამისა, შეიძლება რამდენიმე მიზეზის დასახელება: ქუჩურ-ქურდული მენტალიტეტი, პრობლემებისაგან თავის დაღწევის სურვილი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასაკმარისი ინფორმაციის არსებობა ნარკომანიაზე, მის შემდგომ გართულებებზე და ა.შ.
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში უდიდესი როლი აკისრია იმ ფაქტორს, თუ ინტელექტუალური განვითარების რა დონეზეა ის საზოგადოება, რომლის წევრიც არის ნარკომანი. მნიშვნელოვანია აგრეთვე სამართლებრივი სტაბილურობის დონე. ყოვლად დაუშვებელია ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნა თავისუფლების განვრცობის მოტივით. ამ მოთხოვნის უკან ყოველთვის დგას კონკრეტულ პირთა ფინანსური ინტერესები და არავითარ შემთხვევაში, არ ისახავს მიზნად ადამიანის თავისუფლების დაცვას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც მკაცრი სანქციების დაწესებით ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა მხოლოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია. სახელმწიფოს თანაბრად ევალება ებრძოლოს ნარკოტიკულ დანაშაულს და ნარკომანიას, როგორც დაავადებას.http://young-lawyer.ucoz.com/news/2008-04-17-61

Wednesday, June 13, 2012

ინფორმაცია jstor დან

The aim of this article is to analyse individual careers towards, during and out of drug use, drawing on the sensitizing concepts of subjective and objective career as analytical tools. Two significant groups can be found, the marginalised and the integrated. The marginalised have experienced insecure relations with their parents. Their experiences of critical incidents have brought about feelings of a lack of continuity in their own narrative. These violations affect the individual's self conception. Their interpretation of the incidents causes feelings of shame and not belonging. In interaction with others they feel that they lack the cultural capital that is needed, which often increases the feeling of shame. These emotions are also a threat to the individual's social bonds in more conventional settings. In order to reduce these negative emotions they have to leave settings where those emotions appear. They have to find other settings where new social bonds can be built. The individuals in the second group, the integrated, do not use drugs because their own identity is constantly in question. They have not experienced feelings of shame and there are not any threats to their social bonds to conventional groups. Their drug habit is also often integrated with other more conventional activities. The individuals in this group have also acquired a cultural capital from previous interactional chains, such as the family and education, that is adequate in conventional contexts. They have a competence to display roles in other contexts outside the drug setting.

ინფორმაცია ბიბლიოთეკიდან



ნარკომანიის კრიმინოლოგიური დახასიათება და მასთან ბრძოლის ასპექტები
Authors:მოსულიშვილი, ამირან
Subjects:ნარკომანია;
DDC Subject:Law
Table Of Contents:შინაარსი; შესავალი; თავი I. ნარკომანიის ისტორია; §1. ნარკომანიის ისტორიული გენეზისი; §2. ნარკომანიის განვითარება საქართველოში; თავი II. ნარკომანიის ხელშემწყობი ფაქტორები; §1. ნარკომანიის სოციალური ფაქტორები; §2 ნარკომანიის კულტუროლოგიური ფაქტორები; §3. ნარკომანიის ფსიქოლოგიური ფაქტორები; §4. ნარკომანიის სამართლებრივი ფაქტორები; თავი III. ნარკომანიის პრევენცია საქართველოში; §1. საზოგადოებრივი აზრი ნარკომანიის პრევენციის შესახებ; §2. სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკომანიის პრევენციის შეფასება; §3. ნარკოტიკებთან ბრძოლის მარეგულირებელი აქტების თავისებურება; §4. ნარკომანთა რეაბილიტაცია, როგორც ნარკომანიის ადრინდელი პრევენციის მიმართულება; თავი IV. ნარკომანიის პრევენცია საზღვარგარეთის ქვეყნებში; §1 ნარკომანიასთან ბრძოლის ტენდენციები გაეროს მოხსენებების მიხედვით; §2 ნარკომანიის მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტები; §3 ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო ინსტიტუტები; §4 ნარკომანიასთან ბრძოლის სპეციალურ კრიმინოლოგიური მეთოდები; დასკვნა; გამოყენებული ლიტერატურა.; დანართები.
Date of Issue:2009
Source:ნარკომანიის კრიმინოლოგიური დახასიათება და მასთან ბრძოლის ასპექტები / ა. მოსულიშვილი; დის... სამართლის დოქტ. აკად. ხარისხ. სამეცნ. ხელმძღვნ. გ. ღლონტი; გრ. რობაქიძის უნ-ტი. 2009 -311 გვ. - - ბიბლიოგრ. გვ. 265-279. UDC: 343.57
Language:Georgian
Extent Format:311 გვ.
Created:2009-11-27
Modified:2009-12-23

Sunday, June 3, 2012

გამოყენებული მასალა

1. http://young-lawyer.ucoz.com/news/2008-04-17-61
2. http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0002/000383/
3. http://www.jstor.org/discover/10.2307/20850298?searchUrl=%2Faction%2FdoBasicSearch%3FQuery%3Dnarkoman%26acc%3Doff%26wc%3Don&Search=yes&uid=3738048&uid=2134&uid=2&uid=70&uid=4&sid=47699084810107